Digest Logo

🎥 დაკავებულია 18 პირი - პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

1742716204
ი უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 18 პირი. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

„ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვის, ტარებისა და წესის დარღვევით საქართველოში შემოტანის ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1979 წელს დაბადებული გ.ჭ., 1984 წელს დაბადებული ჯ.ჯ., 1965 წელს დაბადებული მ.ქ., 1995 წელს დაბადებული რ.დ., 1984 წელს დაბადებული ვ.ც., 1982 წელს დაბადებული რ.რ., 1965 წელს დაბადებული თ.ჯ., 1996 წელს დაბადებული თ.პ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1975 წელს დაბადებული ვ.შ., 1993 წელს დაბადებული ბ.გ., 1986 წელს დაბადებული მ.ა., 1992 წელს დაბადებული რ.დ., 1990 წელს დაბადებული, ი.ი., 1985 წელს დაბადებული კ.ხ., 1984 წელს დაბადებული ბ.კ., 1989 წელს დაბადებული ე.ბ., 2005 წელს დაბადებული ნ.ჩ. და 1979 წელს დაბადებული ზ.გ.

სამართალდამცველებმა დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, მათ შორის ავტომატები, პისტოლეტები, რევოლვერები, ხელყუმბარები, მჭიდები, დიდი ოდენობით ვაზნები და ხმის ჩამხშობი მაყუჩი. რამდენიმე დაკავებული პირისგან, პოლიციამ, ასევე, ნარკოტიკული საშუალებები „ალფა პვპ“ და „მარიხუანა“ ამოიღო“, - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 214-ე , 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დეე როგორ მენატრები... დღეს შენი დღეა და ძალიან მტკივა უშენობა, ჩემი მფარველი ანგელოზი და გმირი დედა ხარ, მჯერა რომ ისევ შევხვდებით!“ - ოთო ფოლადაშვილი 

🎥 „მოდით ავხადოთ ფარდა ყველაფერს... მივხვდი, რომ ეს ის ადამიანია, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა მყავდეს“ - მარიამ შენგელია რჩეულზე

⭕„სამი სერიოზული შეცდომა სამი გოლის გაშვების ფასად დაგვიჯდა, ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერია“ - სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი