Digest Logo

🎥 „განზრახ დაეჯახა პოლიციელების ავტომობილს, ბრალდებულის მანქანიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებაა ამოღებული“ - დაკავებულია 27 წლის კაცი

1767942675
კაცი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით - 1999 წელს დაბადებული ზ.კ. დააკავეს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

„სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ბრალდებული თბილისში შეაჩერეს. მათი დანახვისთანავე ზ.კ. შეეცადა ადგილიდან მიმალვას, რა დროსაც მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით განზრახ დაეჯახა პოლიციელების ავტომობილს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს, ხოლო მისი ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“-ს შემცველი სითხე.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

🔵„ასეთი კომბინაცია წელიწადში ხშირად არ ხდება!...“ - 9 იანვრის კოსმოსური ამბები: ვენერას ჰარმონია და სასწორის ბალანსი

🔵გიზი მამაგეიშვილმა „შტურმში“ პირველად ითამაშა