საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ,დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 ნოემბერს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში, კონფლიქტის ნიადაგზე, ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, მამას დანით ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „საბოლოოდ სრულდება წინა თვეების დაძაბულობა“ – რას ურჩევს ხატია ბედოშვილი კუროებს დეკემბერში
⭕ რა იწვევს თვალების შეშუპებას - „რღვევა ქსოვილების სითხის ბალანსი“