„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან საგარეჯოს რაიონში და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი“, - ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
🎥 საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
უწყების ცნობით, ადგილზე მუშაობას იწყებენ გამნაღმველები და დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.
„ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მოხდა პოლიციის დამატებითი ჯგუფების მობილიზება, ასევე ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რომელთა მისვლისთანავე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა.
ადგილზე მუშაობას იწყებენ გამნაღმველები და დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარებას გულისხმობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, 20 იანვარს, გვიან ღამით შეიარაღებული პირი საცხოვრებელ კორპუსში შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღიდან მოქალაქეებს ცეცხლი მოულოდნელად გაუხსნა. შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის ერთ-ერთი სამართალდამცველი. არიან დაჭრილებიც.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ შეიარაღებულმა პირმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე 49 წლის ყოფილი სამხედროა, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან არის.
⭕ ქალის მდგომარეობა მძიმეა - საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს
⭕ საგარეჯოში ერთ-ერთ კორპუსში შეჭრილმა კაცმა რამდენიმე ადამიანი მოკლა
⭕ საგარეჯოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს