ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევას მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, გარდაცვლილი გოგო სკოლის მოსწავლე იყო.