
თბილისის მერი კახა კალაძე გიორგი მიქაუტაძეს ოქროს ბუცის მინიჭებას ულოცავს.
„გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი გახდა.
ვულოცავ ჟორჟს და მთელ საქართველოს“, - წერს კახა კალაძე.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ევროპის ჩემპიონატზე გატანილი 3 გოლით, ტურნირის თანაბომბარდირი გახდა და ოქროს ბუცს მიიღებს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რა მაგარი ქალი ხარ“ - შორენა ბეგაშვილის მოგზაურობა მონაკოში გრძელდება