Digest Logo

„იგი კატეგორიულად არ ეთანხმება ბრალდებას“ - რას ამბობს 12 წლის ბიჭის გაუპატიურებაში ბრალდებული 73 წლის კაცის ადვოკატი?

1762351500
ძალადობა - შსს

შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში 73 წლის კაცმა მეზობლად მცხოვრები 12 წლის ბიჭი გააუპატიურა.

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

„მთავარი“ ბრალდებულის ადვოკატის კომენტარს ავრცელებს და მისი თქმით, იგი კატეგორიულად არ ეთანხმება ბრალდებას.

„იგი კატეგორიულად არ ეთანხმება ბრალდებას. ამბობს, რომ ეს ყველაფერი მოგონილია არასრულწლოვანის მიერ. იყო მათ შორის კონფლიქტი. გარკვეული პერიოდით ადრე ამ ბავშვმა გარკვეული სახის უკანონო მოქმედება განახორციელა ამ ოჯახის მიმართ და იყო გარკვეული კონფლიქტური სიტუაცია“, - ამბობს 73 წლის ბრალდებულის ადვოკატი, ნოდარ ცინცაძე.

ცნობისთვის, 12 წლის მოზარდის გაუპატიურების ფაქტზე დაკავებულს, 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება. პროკურატურამ მას ბრალი უკვე ოფიციალურად წარუდგინა.

12 წლის მოზარდთან ახლა ფსიქოლოგები მუშაობენ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩვენი სიყვარული მარადიული იქნება“ - გიორგი ძოწენიძისა და მია მაჩაბლის რომანტიკული კადრები

📸 „გოგონა, რომელმაც ყველა სირთულე დამავიწყა და დამიკომპენსირა“ - ალექსანდრა პაიჭაძე ესპანეთიდან შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

⭕„დიდი პიროვნების სიკვდილს ვხედავ...“ - რას წინასწარმეტყველებს ლელა კაკულია საქართველოსა და მსოფლიოზე