Digest Logo

🎥 კახეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

1742717551
კახეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირები: 1982 წელს დაბადებული ზ.გ. და 1977 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალება „ ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით მიმდინარეობს.

ინფორმაციისთვის, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დეე როგორ მენატრები... დღეს შენი დღეა და ძალიან მტკივა უშენობა, ჩემი მფარველი ანგელოზი და გმირი დედა ხარ, მჯერა რომ ისევ შევხვდებით!“ - ოთო ფოლადაშვილი 

🎥 „მოდით ავხადოთ ფარდა ყველაფერს... მივხვდი, რომ ეს ის ადამიანია, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა მყავდეს“ - მარიამ შენგელია რჩეულზე

⭕„სამი სერიოზული შეცდომა სამი გოლის გაშვების ფასად დაგვიჯდა, ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერია“ - სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი