
36 წლის კაცი, რომელიც საკუთარი ბებიის მკვლელობაშია ბრალდებული, ცხელ კვალზე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიების ცნობით, მან 85 წლის ქალს ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაკავებულს 10-იდან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 1940 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული გ.მ. ცხელ კვალზე დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„საფეთქლის არტერია გადაეჭრა... როგორ გადავრჩით, წარმოდგენა არ მაქვს...“ - რას წერს თამუნა მუსერიძე?
🎥 „რელიგიურ ადამიანზე საშინელი ადამიანი არ არსებობს, თუ ის...“ - რას ამბობს მამა თეოდორე გიგნაძე?