
ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებული ოჯახის წევრების პოვნაში ეხმარება.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„თამაშის დროს თავი დაარტყა და საფეთქლის არტერია გადაეჭრა. საავადმყოფომდე როგორ მივასწარით, და როგორ გადავრჩით, წარმოდგენა არ მაქვს.მთავარია, უკვე გამოგვწერეს და კარგად ვართ. უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა ჰოსპტალის ყველა ექიმს და განსაკუთრებით ედიშერ მაღალაშვილს“, - წერს თამუნა მუსერიძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „რელიგიურ ადამიანზე საშინელი ადამიანი არ არსებობს, თუ ის...“ - რას ამბობს მამა თეოდორე გიგნაძე?