Digest Logo

კაცი, რომელსაც გურჯაანში 13 დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

1792581054
აკა­კი დე­მუ­რო­ვი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში დაკარგული 72 წლის აკაკი დემუროვი გარდაცვლილი იპოვეს - ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მამაკაცს 13 დღის განმავლობაში ეძებდნენ. გარდაცვლილს ადგილობრივმა მწყემსმა სოფელ ჩუმლაყში, საავტომობილო გზის ხიდთან მიაგნო და ოჯახს დაუკავშირდა.

ცხედარი გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.

აკაკი დემუროვი სახლიდან 8 ოქტომბერს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახის ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. სამძებრო სამუშაოებში პოლიცია და სამაშველო სამსახური იყვნენ ჩართული.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „სულის ბნელი ღამე“ და წარსულის გამოცდა: რას მოიტანს მერკურის, ვენერას, სატურნის, ურანისა და ნეპტუნის ერთდროული რეტროგრადულობა?

⭕ შემოდგომის მთავარი მოდა: 10 ქართველი ვარსკვლავის ლუქი, რომელიც იდეალურ შთაგონებას მოგცემთ

⭕ მწვანე ფერის საიდუმლო გზავნილი და 1863 წლის ბროში: როგორ მიაგო ქეით მიდლტონმა პატივი ომანის სულთანს

✕