საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი [ირმა კურტანიძე] პატიმრობიდან გათავისუფლდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მან ბრალი სრულად აღიარა, ითანამშრომლა გამოძიებასთან და მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
წერეთელი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ხატია წერეთელი პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 2025 წლის 27 აგვისტოს დააკავეს.
შსს-მ 2025 წლის 27 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 12 პირი დააკავეს და 13 ობიექტი დახურეს.
დააკავეს როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთის მოქალაქეები. მათ შორის, ირმა კურტანიძე იგივე ხატია წერეთელი. დანაშაულები 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემი ახდენილი ოცნება...“ - ბარბარა სამხარაძე ვენეციაში მოგზაურობს