ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„სულიერ ცხოვრებას არ უყვარს ზედაპირულობა, არათანმიმდევრულობა, ზერელე დამოკიდებულება, სულიერ ცხოვრებაში ადამიანი არის როგორც მეომარი, რომელიც მტრის წინაშე დგას, და არ აქვს ერთი წამით მოდუნების შესაძლებლობა,
წარმოიდგინეთ:
ორი მეომარი, ხმლებით რომ დგანან ერთმანეთის წინააღმდეგ, საკმარისია ოდნავი ყურადღების მოდუნება,
და იმწამსვე დაიღუპება,
გესმით?
აი, ეს მდგომარეობა აქვს ადამიანს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემი ახდენილი ოცნება...“ - ბარბარა სამხარაძე ვენეციაში მოგზაურობს