Digest Logo

ხონში ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

1736530607
ლენტილენტილენტი

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 2 ახალგაზრდა დაიღუპა. 

როგორც ახალი ამბების სააგენტოს, „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

„დაიჯესტის“  ინფორმაციით, ახალგაზრდები ავტომობილით ხეს შეეჯახნენ.

შემთხვევა 9 იანვარს სოფელ გუბში მოხდა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ალექსანდრე თოფურია UFC-ში სადებიუტო ბრძოლას სიდნეიში 9 თებერვალს ჩაატარებს

🎥 „მინდა მოგიყვეთ „საფარის“ სიყალბესა და არაპროფესიონალიზმზე... პირადი ცხოვრების გზაზე აღმოვჩნდი ძალადობის მსხვერპლი...“ - მარიამ ცქიფურიშვილი ბაია პატარაიას დაუპირისპირდა

🎥 „განსხვავებული ხელის თხოვნა...“ - „დანტესი“ ქუთაისიდან ულამაზეს კადრებს გვიზიარებს