Digest Logo

🎥 „მინდა მოგიყვეთ „საფარის“ სიყალბესა და არაპროფესიონალიზმზე... პირადი ცხოვრების გზაზე აღმოვჩნდი ძალადობის მსხვერპლი...“ - მარიამ ცქიფურიშვილი ბაია პატარაიას დაუპირისპირდა

1736524104
ბაია პატარაია

მსახიობი მარიამ ცქიფურიშვილი, რომელიც საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა. ამჯერად იგი „საფარის“ ხელმძღვანელს, ბაია პატარაიას არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს და პირად გამოცდილებას გვიზიარებს:

„მინდა მოგიყვეთ ბაია პატარაიასა და მისი ორგანიზაცია „საფარის“ სიყალბესა და არაპროფესიონალიზმზე. მე ვერიდებოდი ასე ღრმად ჩაშლას ამ საკითხისა, რადგან მომიწევს პირადი ტკივილიც გავაზიარო. სჯობს ეს ყველაფერი გამჟღავნდეს. თუნდაც ჩემი პირადი მაგალითის მოყვანა დამჭირდეს.წესით ეს ორგანიზაცია უნდა ემსახურებოდეს ქალთა მიმართ ძალადობაში ბრალდებულების დასჯასა და მხილებას. უნდა დაეხმაროს ძალადობის მსხვერპლ ქალებს, თუმცა აღმოვჩნდი სხვა რეალობის წინაშე. 

მე ჩემი პირადი ცხოვრების გზაზე აღმოვჩნდი ძალადობის მსხვერპლი, კონკრეტული მიმართულებით. ეს არ იყო ფიზიკური ძალადობა, ეს იყო ფსიქოლოგიური მენტალური ძალადობა. თუ თქვენ ჩემში არ მოგწონთ ის, რომ ხანდახან ემოციების მოჭარბებული რაოდენობა და დაუხვეწელობა მაქვს, სწორედ ამ ძალადობის შედეგია. 5 წელი მიწევდა რთულ ფსიქოლოგიურ ძალადობასთან მარტო ყოფნა.

მივხვდი რომ ამ ყველაფერს მარტო ვერ ვუმკლავდებოდი და მივმართე ჩემს უახლოეს მეგობრებსა და ახლობლებს დასახმარებლად, თუმცა ყველაფერში მე მადანაშაულებდნენ. აღმოვაჩინე რომ ვიყავი ძალადობის მსხვერპლი, ამას თავიდან ვერ ვხვდებოდი და სიყვარული მეგონა. ნუ ჩემი ნათესავების შემდეგ მივმართე ბაია პატარაიას ორგანიზაციას „საფარს“, მეგონა ადეკვატურ დახმარებას გამიწევდნენ თუმცა აღმოჩნდნენ ზედმეტად გულგრილები, არაპროფესიონალები და ამპარტავნები. შესაძლოა ვიყავი ემოციურად გაუწონასწორებელი, თუმცა ვთვლი რომ ადეკვატური რეაქცია მქონდა მათ დამოკიდებულებაზე, აქეთ ბოდიშები მახდევინეს.

ბაია პატარაიასთან მიწერისა და არა ერთი კონტაქტის მცდელობის შემდეგ გამომიყვეს ადვოკატი რომელთანაც კონტაქტი უნდა მქონოდა ტელეფონით. მე განვაცხადე, რომ ამ თემის სატელეფონო სივრცეში გარჩევა არ იყო მიზანშეწონილი, რის შემდეგაც დამიბარეს ოფისში. ეს ადვოკატიც იქ დამხვდა, თუმცა ამიხსნა, რომ მათ კომპეტენციაში სამართლებრივი დავა არ შედიოდა. გავიგე ეს ყველაფერი მაგრამ, ჩემი საუბრის შემდეგ ჩემს ამბავზე დასხდნენ ბაია პატარაია და მისი გუნდი და დაიწყეს ჭორაობა. თქვეს რომ ჩემნაირ ადამიანებს არც კი ემსახურებიან და არ უღებენ, იმიტომ, რომ. ჩემი აზრით ბაია პატარაია ჩემს მიმართ ძალიან აგრესიულად იყო განწყობილი“, - ჰყვება მარიამ ცქიფურიშვილი.

@mariam.tskipurish5

ბაია პატარაია და ორგანიზაცია “საფარის” არაპროფესიონალიზმის შესაძებ. ნაწილი პირველი

♬ original sound - mariamtskipurishv

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„რა კარგები ხართ…“ - თიკო ჩხეიძე და ნუკრი რევიშვილი აბასთუმანში ისვენებენ

⭕ „ისე, როგორც არასდროს მინდოდა ვყოფილიყავი ჩემს აფხაზეთში... საბერიო, გლოვობდა ანგელოზებთან დამშვიდობებას“ – ნათია თოდუა

🎥 „ცისქვეშეთში ყველაფერი, რაც არის ავი და კარგიც, დაშვებულია ღმერთისგან და ემსახურება ჩვენ გადარჩენას“ - დეკანოზ არჩილ მინდიაშვილი