
ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ლელიანის ცენტრში გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ცნობით, ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა შაკო ზურაბიშვილია.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მოტოციკლით გადაადგილდებოდა რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და ელექტროენერგიის ბოძს შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.