ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 40 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაზიანებული ცხედარი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზეა აღმოჩენილი.
სოფელში ვარაუდობენ, რომ კაცი მოკლეს, რადგან იგი მესაფლავედ მუშაობდა და რამდენიმე თვის წინ, მოსახლეობის ნაწილთან კონფლიქტი ჰქონდა.
კონფლიქტის შემდეგ კაცი გაუჩინარდა.
გაუჩინარებიდან რამდენიმე დღეში, ჯერ კაცის ტელეფონი და პირადობის მოწმობა აღმოაჩინეს, ხოლო მოგვიანებით, მისი ცხედარი იპოვეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ვგიჟდები ამ გოგოზე...“ - შორენა ბეგაშვილი დუბაიდან ახალ კადრებს გვიზიარებს