ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც ადგილობრივი მედია „მთავარი ამბები კახეთიდან“ წერს, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა.
არსებული ცნობით, ცუდი ხილვადობის გამო, საჭე ვერ დაიმორჩილა და სატვირთო მიკროავტობუსს შეეჯახა.
ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მის გვერდით მყოფი პირი კი დაშავდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕ „ყველაზე გემოვნებიანი ქალი“ - ანუკი არეშიძის ახალი კადრები პარიზიდან
⭕ რუმინეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გაბრიელ მურეშანი ტბაში დაიხრჩო