Digest Logo

მიკროავტობუსისა და სატვირთოს შეჯახებას 15 წლის ბიჭი ემსხვერპლა - ტრაგედია ადიგენში

1757362663
კრიმინალი-ლენტი

ადიგენის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ არალთან ერთმანეთს სატვირთო და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. ავარიის შედეგად დაღუპულია 15 წლის ბიჭი.

ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

არასრულწლოვანი საფეხბურთო გუნდ „ზარზმის აკადემიის“ წევრი იყო. სააგენტოს ცნობით, ფეხბურთის გუნდის ბავშვები ვარჯიშის შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

როგორც „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 თიკა ფაცაცია ულამაზეს შავ კაბაში პოზირებს - „ჩვენი დროის ყველაზე დახვეწილი ქალი“

⭕ გაბრიელ სიგუა - „მაქსიმალურად ვეცდებით, ახალგაზრდული ნაკრების ისტორია გავაგრძელოთ და ევროპის ჩემპიონატზე ისევ გავიდეთ“

⭕ თაკო ჩხეიძე მწვანე კონცხზე ისვენებს - „საოცარ ფორმაში ხარ“