
შვეიცარიული „ლოზანას“ ნახევარმცველმა, გაბრიელ სიგუამ ჩრდილოეთ ირლანდიასთან ევრო 2027-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩამდე გუნდში არსებულ გარემოსა და მოლოდინზე ისაუბრა.
„შეკრებას დადებითად შევაფასებ. ფეხბურთელები ჯერ გაცნობის პროცესში ვართ. ამ ერთ კვირაში, ძირითადად, ტაქტიკაზე ვიმუშავეთ და ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მაქსიმალურად მოვემზადეთ.
ჩვენმა წინა თაობებმა დიდი ისტორია დაწერეს, გულშემატკივარი ახალგაზრდული ნაკრებისგან ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მიეჩვია და, ბუნებრივია, ახლა ჩვენ მიმართ მოლოდინიც დიდია. ამას ვიაზრებთ, მაქსიმალურად ვეცდებით, ეს ისტორია გავაგრძელოთ და ევროპის ჩემპიონატზე ისევ გავიდეთ. 7 სექტემბრის გამარჯვებებმა ჩვენზე დადებითად იმოქმედა და უფრო მოტივირებულები ვართ, რომ წარმატებას მივაღწიოთ.
…რთული პერიოდი მქონდა, ტრავმები მაწუხებდა, მაგრამ ნელ-ნელა სასურველ სპორტულ ფორმას ვიბრუნებ. ჩემი მიზანია, მაქსიმალურად განვვითარდე, საამისოდ კი თამაში მჭირდება. გუნდიც სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო შევიცვალე და ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი გადავდგი. მიხარია, რომ „ლოზანას“ კონფერენს ლიგაზე გასვლაში ჩემი წვლილიც შევიტანე. ბოლო სამ შეხვედრაში ვითამაშე, ადაპტაციამაც კარგად ჩაიარა და ყოველდღიურად თავს უკეთ ვგრძნობ“, - აღნიშნა გაბრიელ სიგუამ.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შეხვდება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ თაკო ჩხეიძე მწვანე კონცხზე ისვენებს - „საოცარ ფორმაში ხარ“
⭕ საფრანგეთის საელჩო - „საქართველომ გაიბრწყინა გუშინ საღამოს, ძალა აღმართს ხნავს“
წყარო: 1tv.ge