Digest Logo

მოსაშვილზე მომხდარი სროლის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების მუხლებით დაიწყო

1685032529
ლენტი ავარია

თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით აწარმოებს რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს. დანაშაულები ათიდან თხუთმეტ წლამდე (მკვლელობის მცდელობაზე) და მაქსიმუმ ორ წლამდე (იარაღის ტარებაზე) თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თვითმხილველის ინფორმაციით, ვაკეში ერთ-ერთ კაფეში ახალგაზრდა კაცს დაახლოებით შვიდჯერ ესროლეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 26 წლის ყოფილი ფეხბურთელი გუგა ფირცხალავა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. მას ოპერაცია უტარდება.