Digest Logo

„მთელი სოფელი ჩასულია...ამბობენ მანქანა დაეჯახა და წყალში გადავარდაო“ - რას ჰყვებიან კაცზე, რომელსაც 24 საათზე მეტია, მტკვარში ეძებენ

1780556704
რაჟდენ ჩინჩალაძე

თბილისში, 3 ივნისს, გამთენიას მდინარე მტკვარში მანქანა გადავარდა. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი „ჯეტას“ მარკის ავტომობილით მოძრაობდა, როცა მას უკნიდან მანქანა დაეჯახა.

საინფორმაციო სააგენტო AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავტომობილის მძღოლი 36 წლის რაჟდენ ჩინჩალაძეა. იგი თბილისში, ხელოსნად მუშაობდა:

„დიდი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, 36 წლის რაჟ­დენ ჩინ­ჩა­ლა­ძეს ეძე­ბენ მაშ­ვე­ლე­ბი. რაჟ­დე­ნი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო, ჰყავს მე­უღ­ლე და ერთი შვი­ლი. ოჯა­ხი თბი­ლის­ში ქი­რით ცხოვ­რობ­და. მღე­ბა­ვი იყო და მუ­შა­ობ­და ხე­ლო­ბა­ზე. გუ­შინ გვი­ან გა­ვი­გე ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი და ძა­ლი­ან გან­ვიც­დი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სხვა მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა. უპა­ტი­ოს­ნე­სი ბი­ჭია, მთელი სოფელი ჩა­სუ­ლია დიდი და პა­ტა­რა იქ დგას და ეძე­ბენ. ძა­ლი­ან პა­ტი­ო­სანს ოჯახ­ში გაზ­რდი­ლი, თვი­თო­ნაც უწე­სი­ე­რე­სი ბიჭი, ძა­ლი­ან კარ­გი ოჯა­ხი შექ­მნა და თქვენ ვერ წარ­მო­იდ­გენთ რა ხდე­ბა ახლა ჩვენს სო­ფელ­ში. მთე­ლი სო­ფე­ლი გა­ნიც­დის, აქ ცხოვ­რობს მისი დედა, მამა რუ­სეთ­შია. ჯერ არ მივ­სულ­ვარ ოჯახ­ში, რად­გან გუ­შინ გვი­ან გავიგე ეს ამბავი.

ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან კარ­გი ახალ­გაზ­რდაა. ვი­საც არ უნდა ჰკი­თხოთ, ყვე­ლა ამას გე­ტყვით. ახლა ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი ჩემს თა­ნა­სოფ­ლე­ლებს და ამ­ბო­ბენ, იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია ჩა­მო­სუ­ლი რა­ი­ო­ნი­დან, მაშ­ვე­ლებს უკ­ვირთ ეს ხალ­ხი სულ ყვე­ლა ერთი რა­ი­ო­ნი­დან ხართ ჩა­მო­სუ­ლიო?. მთე­ლი უბ­ნის ახალ­გაზ­რდო­ბა ჩა­სუ­ლია, ყვე­ლა გა­ნიც­დის. არ ვიცი ამ ახალგაზრდამ, ამ პა­ტა­რა დრო­ში რო­გორ შე­აყ­ვა­რა ასე თავი მთელ სო­ფელს. ძა­ლი­ან დიდი სო­ფე­ლია ჩვე­ნი სოფელი. ავა­რი­ის დე­ტა­ლებს ალ­ბათ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი იძი­ე­ბენ. ის შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ რაჟ­დენს „ჯეტა ჰყავ­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ მერ­სე­დე­სი შე­ე­ჯა­ხაო“, - ამ­ბობს ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში რაჟდენ ჩინჩალაძის თანასოფლელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ მსხვერპლით დასრულებული ავარია ქუთაისში – დაკავებულია 14 წლის მოზარდი

⭕ „ნუ აიღებთ საკუთარ თავზე სხვის პრობლემებს“ - 4 ივნისის ენერგიები

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 4 ივნისს საქართველოში

წყარო: www.ambebi.ge