Digest Logo

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავა

1748085885
დაკავება, პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული გ.ფ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, ორ პირს: 1967 წელს დაბადებული კ.ჭ. -ს და 1961 წელს დაბადებულ კ.თ. -ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.

პოლიციამ გ.ფ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕გაეცანით, თბილისში 26 მაისის აღსანიშნად დაგეგმილ ღონისძიებებს

⭕„არ შეგეშინდეთ სირთულეების, დღევანდელი გამოცდილება შეიძლება მეტად ფასეული აღმოჩნდეს“ - 24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

⭕„იცით რა მიხარია? მთელი ერი რომ აბულინგებდა თამო ვაშალომიძეს და ის კიდე თავის გულის ტკივილს თავისი თავის შენებაში დებდა და არ დაათრგუნვინა თავი გაბოროტებულ ხალხს!“ – რას წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი