
მუხიანში, ლიფტში ნაპოვნი გარდაცვლილი კაცის საქმეზე ერთი პირი დააკავეს.
როგორც „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული პირი ცხელ კვალზე იქნა დაკავებული. უწყებაში მეტ დეტალზე არ საუბრობენ.
გავრცელებული ცნობით, კაცს დანით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.