Digest Logo

ნიკო კვარაცხელიას საქმეზე აკო ჭელიძეს 17, გიორგი კავილაძეს კი 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

1675333316
ნიკო კვარაცხელია

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი და 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულები, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დამნაშავედ ცნო. ჭელიძეს სასამართლომ 17 წლით პატიმრობა, ხოლო კავილაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მათ ჯგუფურად განზრახ მკვლელობა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედებოდათ ბრალად. 

მსჯავრდებულებიდან ბრალს მხოლოდ აკო ჭელიძე აღიარებს, თუმცა, ჯგუფურ დანაშაულს გამორიცხავს.

ცნობისთვის, 22 წლის ახალგაზრდა 2021 წელს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. შემთხვევიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთში დააკავეს.