საქალაქო სასამართლოში ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ცნობილი ჩოგბურთელის - ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა.
მოსამართლის - ხათუნა ხარჩილავას გადაწყვეტილებით ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნეს.
„ნიკოლოზ ბასილაშვილი ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს“, - განაცხადა ხარშილავამ.
შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით.
მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დააზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ერთგვარი გამოცდის დღეა, რომელსაც სამყარო უწყობს ადამიანს“ - მიხეილ ცაგარელი
🔵„რუსეთის ბაზა სერიოზული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება...“ - როგორ იმოქმედებს 25 ოქტომბრის მზის დაბნელება?
🔵რას მოიტანს 25 ოქტომბრის მზის დაბნელება?! - რამაზ გიგაურის პროგნოზი