ერთგვარი გამოცდის დღეა, რომელსაც სამყარო უწყობს ადამიანს, რათა გამოცადოს მისი სიმტკიცე, ერთგულება და სანდოობა. კარგად დაფიქრდით საკუთარ სურვილებზე, დარწმუნდით, რომ ის, რასაც ნატრობთ მართლა გჭირდებათ, რადგან სურვილებს ასრულების უნარი აქვთ.
არ ღირს ბევრი ლაპარაკი, უმჯობესია მოუსმინოთ სხვას და გაითვალისწინოთ ავტორიტეტული ადამიანების რჩევები.
მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებას.
გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან მაღალია, ინტრიგების, მოტყუების და შეცდომაში შეგნებულად შეყვანის ალბათობა.
პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს კაპრიზებით და უაზრო მოთხოვნებით ურთიერთობის დამძიმება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად, ვაჭრობისა და კომერციისთვის, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის, ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი ნაცნობების შეძენა და ახალი რომანტიკული კავშირების გაბმა, კონკურსებში მონაწილეობა და გამოცდის ჩაბარება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.
ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით და ბურღულეულით. მეტი სიფრთხილე მართებთ დიაბეტის მატარებლებს, რადგან მაღალია დაავადების გამწვავების ალბათობა. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი, ასევე მალაქიტი, ოპალი, აქატი, ქრიზოპრაზი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისთვის, მორიელისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და მერწყულს.
ასევე დაგაინტერესებთ
🔵ყველაფერი, რაზედაც ნიკოლოზ ბასილაშვილს ედავებიან - პროკურორის დასკვნითი სიტყვა
წყარო: fortuna.ge