Digest Logo

„პაციენტი კლინიკაში სერიოზული დაზიანებებით გადაიყვანეს“ - ავსტრიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც არალეგალურ კოსმეტიკურ ოპერაციებს ატარებდა

1739477753
პლასტიკური ოპერაციები

ავსტრიაში საქართველოს მოქალაქე არალეგალური კოსმეტიკური ოპერაციის ჩატარების გამო დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს:

„მოყვარული ქირურგი“ იმ დროს დააკავეს, როდესაც მის მიერ ნაქირავები ბინიდან, სადაც იგი პროცედურებს ატარებდა, 58 წლის ქალი კლინიკაში სერიოზული დაზიანებებით გადაიყვანეს.

დაზარალებული ეჭვმიტანილთან, სავარაუდოდ, „ნიკაპის აწევის ან გადაჭიმვის“ პროცედურის ჩასატარებლად მივიდა.

ავსტრიის პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილმა ქალს ყელის, ყურებისა და ყბის არეში რამდენიმე ჭრილობა გაუკეთა, რასაც ყელის არეში სისხლდენა და სუნთქვის გართულება მოჰყვა. ადგილზე სასწრაფო გამოიძახეს, რომელმაც ფაქტის შესახებ პოლიციას ამცნო. 58 წლის ქალის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

პოლიციის განცხადებით, 35 წლის კაცს ავსტრიაში სამედიცინო სფეროში მუშაობისთვის აუცილებელი ლიცენზია არ აღმოაჩნდა. რაც შეეხება „საქართველოში ქირურგად მუშაობას“.

გამოძიება გრძელდება.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🎥 „ჩემი ცხოვრებისთვის მაგალითი და გმირი შევქმენი, მას ბაბუაჩემი დავარქვი...“ - რას ჰყვება რომან დოლიძე?

🎥 „ყველამ დაიწყო საუბარი ეს ის გოგოა, ადრე სად იყურებოდი... გავიპარეთ“ - რომან დოლიძის მშობლების სიყვარული ისტორია

🎥 „ნიუ იორკი...“ - რა კადრებს აქვეყნებს მაკა ზამბახიძე?