Digest Logo

პროკურატურა: ექიმი, რომლც ამბობს, რომ მეგი ბაქრაძეს ადრენალინი „წამებში გაუკეთა“, იქ პირველადი დახმარების დროს არ იყო

1617819171
ეიქმი და მეგი ბაქრაძე

ვიოლეტა ინასარიძე არის ექიმი, რომელიც ამბობდა, რომ მეგი ბაქრაძეს მდგომარეობის გართულების შემდეგ, სავარაუდო ანაფილაქსიური შოკის მოსახსნელად, ადრენალინის შემცველი ნემსი, „წამებში გაუკეთა“. პროკურატურის ინფორმაციით, ვიოლეტა ინასარიძე პირველადი დახმარების დროს მის გვერდით საერთოდ არ ყოფილა.

„ვიოლეტა ინასარიძის ჩვენების მიხედვით, 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, გართულების დაწყებისთანავე, თითქოს მის მიერ და ასევე მისი ხელმძღვანელობით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები... თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ იმუნიზაციის შემდეგ ვიოლეტა ინასარიძეს მეგი ბაქრაძის მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია და იმ დროს, როცა მეგი ბაქრაძეს გაუწიეს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ვიოლეტა ინასარიძე დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა“, - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

ვილოეტა ინასარიძე ყველა მედიასაშუალებასთან მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ მეგი ბაქრაძეს პირველადი დახმარება დაუყოვნებლივ გაუწიეს. მათ შორის იხსენებდა, რა გააკეთა უშუალოდ თვითონ. მაგალითად, 20 მარტს მედიებისთვის მიცემულ ინტერვიუში ის ჰყვება:

„20-25 წუთში შეუძლოდ გახდა - ზოგადი სისუსტე და ქავილი, თითქოს, მექავებაო. მაშინვე, იქვე მაქვს [ადრენალინი], რა... ძალიან შიში გვაქვს და გვეშინია ამ ახალი ვაქცინის. მაშინვე - აი, ამას ვადასტურებ - მაშინვე გამზადებული შპრიცი ბარძაყზე გაკეთდა. მაშინვე. ადრენალინი. მითხრა, თუ არა, რამდენიმე წამებში. მე პირადად გავუკეთე...“

ვიოლეტა ინასარიძესთან ერთად ბრალი კიდევ ერთ ექიმსა და ერთ ექთანს აქვს წაყენებული. მათ გამოძიებას, თავდაპირველად, არასწორი, ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება. ყველა მათგანს 2-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„ბრალდებულები წაყენებულ ბრალს აღიარებენ“, - აღნიშნავენ პროკურატურაში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

აცრა ან ყველას უნდა გაეკეთებინა ან არავის, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურს დატოვებდა

აცრა ან ყველას უნდა გაეკეთებინა ან არავის, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურს დატოვებდა