
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თვითმხილველების ცნობით, საქორწილო ესკორტის მანქანებიდან, რომლებიც დიდი სიჩქარით მოძრაობდნენ, ერთ-ერთი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ბოძს შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები იმყოფებოდნენ.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„აეროგრილის არასწორი გამოყენება შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს!“ - გიორგი ფხაკაძის რჩევები