
რუსთავში დედამთილმა რძალს ქუჩაში სცემა. ინფორმაციას გამოცემა „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 60 წლამდე ქალსა და 30 წლამდე ქალს შორის სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დედამთილმა რძალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. არსებული ინფორმაციით დედამთილი პასუხისგებაში მიეცა.