Digest Logo

რუსთავში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

1764959103
ხანძარი კაფეში

რუსთავში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარი ფიროსმანის ქუჩაზე, მიკროავტობუსების ფარეხის ტერიტორიაზე მდებარე შენობაში გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ელექტრო გამათბობელი გახდა.

როგორც „დაიჯესტს“ შსს-ში განუცხადეს, დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად.

ამავე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ან სხვა მძიმე შედეგი და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ გავუმკლავდეთ მენოპაუზალურ პერიოდს? - მადონა ჯუღელის რეკომენდაციები

⭕ „საბოლოოდ ვთქვათ უარი იმაზე, რასაც ჩვენთვის ბედნიერება და წარმატება აღარ მოაქვს“ - დეკემბრის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღები

⭕ ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია