Digest Logo

რუსთავში სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან მოზარდი მოიტაცეს

1679815448
პოლიციის ლენტი

რუსთავში, მოზარდი მოიტაცეს.

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ძველ რუსთავში, ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან არასრულწლოვანი გოგონა ორმა პირმა, 35 წლამდე მამაკაცებმა მოიტაცეს.

არსებული ინფორმაციით, კაცებმა გოგო მოტყუებით წაიყვანეს, ერთ-ერთ სოფელში გადამალეს. მოტაცების მიზანი გოგონას ცოლად მოყვანა იყო.

სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 2 პირი დააკავეს ხოლო 1 პასუხისგებაში მისცეს.

წყარო: inforustavi.ge