Digest Logo

🎥 „საკნის საპირფარეშოში თვითდაზიანება მიიყენა...“ - სპეციალური პენიტენციური სამსახური ცალკეულ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით მორიგ ვიდეოს აქვეყნებს

1746600146
პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახური ცალკეული მედიასაშუალების მიერ ბრალდებულ ნ.ბ.-სთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და ვიდეომასალას ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცალკეული მედიის მიერ მორიგი დეზინფორმაცია გავრცელდა კიდევ ერთი პატიმრის შესახებ. 

უწყება განმარტავს, რომ აღნიშნული დეზინფორმაცია, პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ, მორიგ ცილისმწამებლურ ინფორმაციას ბრალდებულ ნ.ბ.-სთან დაკავშირებით.

გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ნ.ბ.-ს მიმართ რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, პენიტენციური სამსახურისა და თანამშრომელთა საქმიანობის დისკრედიტაციას.

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ბრალდებული ნ.ბ. N2 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2024 წლის 20 აგვისტოს. იგი განთავსებული იყო სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვილ საკანში, რომლის საპირფარეშოშიც მან 2024 წლის 25 აგვისტოს, ერთჯერადი სამართებლის გამოყენებით, ორივე ხელზე მიიყენა თვითდაზიანება, საპირფარეშოდან გამოსვლისთანავე დაკარგა გონება და თავი დაარტყა იატაკს, რა დროსაც მიიღო თავის ქალის მრავლობითი დაზიანება. აღნიშნული ფაქტი დაფიქსირებულია ელექტრონული მეთვალყურეობის საშუალებით.

ნ.ბ.-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მყისიერად ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და იგი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკში, ქ. ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო სამედიცინო კვლევების შედეგად გამოკვეთილი საჭიროების შესაბამისად, იმავე დღეს - კლინიკა „ვივამედში“.

2024 წლის 4 ნოემბერს შემდგომი მკურნალობის მიზნით გადაყვანილ იქნა N18 ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მიეწოდებოდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2024 წლის 25 აგვისტოდან აწარმოებს გამოძიებას და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, გამოძიების მიმდინარეობისას ნ.ბ.-ს ოჯახის წევრებს და მის უფლებადამცველს არაერთხელ მიეცათ საშუალება გასცნობოდნენ საქმის მასალებს, მათ შორის, მათთვის ხელმისაწვდომი იყო ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით მოპოვებული კადრები.

2025 წლის 23 აპრილის ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნ.ბ. ცნო დამნაშავედ სსკ-ის 19-108 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.

სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხნენ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალი. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისთანავე მსჯავრდადებულს გადაუვადა სასჯელის მოხდა გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებამდე, რის საფუძველზეც ნ.ბ. გათავისუფლდა N18 სამკურნალო დაწესებულებიდან.

საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალებებისა და პირების მიერ გახშირდა პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით ცილისმწამებლური განცხადებებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობები, გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ არც ერთი მსგავსი შემთხვევა არ დარჩება შესაბამისი რეაგირების გარეშე“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

ცნობისთვის, „ტვ პირველმა“ კიდევ ერთი პატიმრის ცემის ისტორია მოიგონა, რომელიც გადაიცა ტელევიზიით.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕საგოლე მოქმედება საშუალოდ ყველა შეხვედრაში - მიქაუტაძეს შესანიშნავი სტატისტიკა დაუგროვდა

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

🎥 „ისეთი ისტორია მოვისმინე, ამ თემაზე ლაივი რომ არ ჩამერთო წარმოუდგენელი იქნებოდა...“ - თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს