
ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებული ოჯახის წევრების პოვნაში ეხმარება.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც გაშვილებული ამბის კიდევ ერთ ფაქტზე საუბრობს:
„ისეთი ისტორია მოვისმინე, ამ თემაზე ლაივი რომ არ ჩამერთო წარმოუდგენელი იქნებოდა.
ბელამ იმშობიარა 2004 წელს, გააჩინა ტყუპები, ერთზე უთხრეს, რომ გარდაიცვალა, მეორე გამოატანეს. სამტრედიაში ხდება ეს ამბავი. 21 წლის შემდეგ გააჩინა მესამე პატარა, მის დას უთხრეს, რომ მის დას, რომ ის ბავშვი იყო გაშვილებული“, - ამბობს თამუნა მუსერიძე.
„მივიდა ჩემს დასთან ერთი ქალი და უთხრა ბელას შვილი გაუშვილესო, დიდი და ბუთქუნა იყოვო, ბიჭიო. გოგო და უსუსური სახლში გაატანესო“, - ამბობს ქალი, რომლის შვილიც გააშვილეს.
ასევე დაგაინტერესებთ: