მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 67-ე კილომეტრზე წალკიდან სოფელ კოდის მიმართულებით მოძრავი „ფორდის“ მარკის ავტომობილი, რომელსაც 1979 წელს დაბადებული ი.გ. მართავდა, მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ორი მსუბუქი ავტომანქანიდან გადმოსულ ოთხ მოქალაქეს შეეჯახა.
ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით სამი პირი შემთხვევის ადგილზე, ხოლო მეოთხე კლინიკაში გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაულში ბრალდებული ი.გ. დაკავებულია.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ავარიას წალკაში 4 ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა - ცნობილია, დაღუპულების ვინაობა
🎥 „ჩემი საოცნებო ხელის თხოვნა კომოს ტბაზე“ – ბლოგერმა გიორგი ნაჭყებიამ რჩეულს ხელი სთხოვა