Digest Logo

🎥 „საქართველოში უკანონოდ შემოჰქონდა 861 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება“ - ბრალდებული ბათუმის პორტის ტერიტორიაზე დააკავეს

1753082409
დაკავება დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებისა და საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ე.პ. დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა - შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ბათუმის პორტის ტერიტორიაზე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

„სამართალდამცველებმა, საქართველოში ბათუმის პორტის გავლით შემოსული ერთ-ერთი გემის ეკიპაჟის წევრის, ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ე.პ.-ს პირადი და ნივთების შემოწმების შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 861 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება.

დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა - შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.

ინფორმაციისთვის, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ალბათობაა შტორმული სიტუაციის განვითარების... იყავით ფრთხილად! “- რას წერს კობა ფარტენაძე

🎥 პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა

⭕ ოზი ოსბორნისა და Black Sabbath-ის უკანასკნელ კონცერტზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ