Digest Logo

სასამართლომ ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

1733926077
სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ დანიელ მუმლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა მიიღო.

პროცესზე პროკურატურა აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, ამის არგუმენტად კი პირის მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და ხელახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს ასახელებდა. დაცვის მხარემ ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა და გირაოს გამოყენებას მოითხოვდა. გირაოს ოდენობის განსაზღვრა კი სასამართლოს მიანდო, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა სასამართლომ არ გაიზიარა.

„ჩვენი დაინტერესების საგანი იყო, სასამართლოს ემსჯელა შესაძლებლობაზე, გამოეყენებინა პატიმრობისგან განსხვავებული, ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიება, როგორიც გახლავთ გიარო. სასამართლოს განვუმარტეთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის ფინანსური, ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობა. ასევე არ არსებობდა ახალი დანაშაულის, მიმალვის, მტკიცებულებათა გადამალვის ან განადგურების საფრთხე. ეს დავასაბუთეთ კონკრეტულ ფაქტებზე მითითებით, კონკრეტული მტკიცებულებებით. ძალიან საშიში და საგანგაშო ტენდენცია აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას. ყოველგვარი განხილვისა და შინაარსში შესვლის გარეშე, თითქოსდა სადემონსტრაციოდ დასაჯოს ყველა, ვისაც აქციასთან შეხება აქვს. ფაქტობრივად, სრულად არის უგულებელყოფილი ინდივიდუალური განხილვისა და მსჯელობის საგანი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არასოდეს ყოფილა ნასამართლევი, არც ადმინისტრაციულ სახდელდაკისრებული, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, ორი წლის, რომლის დახმარებას თავად უზრუნველყოფდა. მისი ოჯახის არცერთ სხვა პირს არანაირი სხვა შემოსავალი არ აქვს“, – განაცხადა ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 დეკემბერს ბრალდებულმა, სხვა პირებთან ერთად, დააზიანა და გაანადგურა თბილისში, რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხული სამეთვალყურეო ვიდეოკამერები, რამაც 7 700 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

„გიორგი მამარდაშვილისთვის საფეხბურთო 2024 წელი დასრულებულია“ - Geo Team-ი საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარის ტრავმაზე წერს

⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 2025 წელი ფინანსურად განსაკუთრებით წარმატებული და იღბლიანი იქნება

⭕როგორ ცხოვრობს ბიჭი-მაუგლი, რომელსაც 6 წელი ძაღლი ზრდიდა: „მისი ხმა ყეფას უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანის მეტყველებას, იღიმებოდა და ზოგადად, ძაღლივით იქცეოდა“

წყარო: 1tv.ge