Digest Logo

🎥 სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე 4 პირი დააკავა

1728722429
ბორკილები ბორკილები

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე - 1997 წელს დაბადებული ს.ქ. 1997 წელს დაბადებული ბ.ქ. 1997 წელს დაბადებული ჰ.ჩ. და 2001 წელს დაბადებული ფ.ჩ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს“, - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე თქმით, დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. სარფში მდებარე სასაზღვრო გამტარ პუნქტ „სარფში“ საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით, სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 2-ე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთას გულისხმობს“, - აცხადებენ სამინისტროში.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, თავი შეიკავონ პროვოკაციების დაგეგმვისგან... ნებისმიერ პროვოკაციას სახელმწიფოსგან უმკაცრესი პასუხი გაეცემა“ - ირაკლი კობახიძე

⭕ოთარ კაკაბაძე - „წაგებას მხოლოდ მოედანს ვერ დავაბრალებთ“

⭕„კვარაცხელია იქ თამაშობდა, სადაც ჩვენთვის უკეთესი იყო“- უკრაინის მწვრთნელი