საქართველოსთან მოგებული 1:0 მატჩის შემდეგ კომენტარი უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა გააკეთა.
„როცა ამ სტადიონზე ჩვენი მასპინძლობა გადაწყდა, მოედნის საფარი მაშინ კარგ მდგომარეობაში იყო, ახლა კი ისეთ ცუდ დღეში იყო, ფეხბურთელები ამბობდნენ, რომ ასეთ ცუდ საფარზე არასდროს უთამაშიათ.
ეს გამარჯვება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. გამოვავლინეთ ხასიათი და კარგი მატჩი ვაჩვენეთ, ჯგუფში პირველი გამარჯვება ყოველთვის სასიხარულოა.
კვარაცხელია? - საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ინდივიდუალისტი ჰყავს. ჩვენ მათ ახლოდან ვეთამაშებოდით, რათა ბურთის დიდი ხნით მიღების საშუალება არ მოგვეცა. მეორე ტაიმში კვარაცხელია იქ თამაშობდა, სადაც ჩვენეთვის უკეთესი იყო. ის სიღრმეში იყო, რაც კარგია, რადგან კვარა ბრწყინვალე ტექნიკის პატრონია“, - განაცხადა რებროვმა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ვილი სანიოლი - „საწყის 30 წუთში აგრესიულობა დაგვაკლდა, ეს კატასტროფა იყო“
⭕საქართველოში აგრილდება, დროგამოშვებით იწვიმებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი