Digest Logo

„საზოგადოებისთვის საშიში პიროვნებაა, წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი...“ - კაცს, რომელმაც მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ლაშა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

12/12/2024 • 16:28
ლაშა ამირეზაშვილი

36 წლის ბექა მინდორაშვილს, რომელსაც მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ლაშა ამირეზაშვილის მკვლელობას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც საქმის პროკურორმა განაცხადა, ბრალდებულმა ყოველგვარი მიზეზის, საბაბის გარეშე, ლაშა ამირეზაშვილს ხელი ჰკრა.

სახელმწიფო ბრალმდებლის განცხადებით, ბექა მინდორაშვილი საზოგადოებისთვის საშიში პიროვნებაა, იგი წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი, მათ შორის, ყაჩაღობისთვის და ადამიანების დაჭრისთვის, მათ შორის, ის პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს თავს 2-ჯერ დაესხა.

ადვოკატის განცხადებით, ხონში ფსიქიატრიულში მკურნალობდა, წამლებს სვამდა, თუმცა ბოლო 10 დღე შეწყვეტილი ჰქონდა.

გარდაცვლილსა და ბრალდებულს შორის ნაცნობობაზე ინფორმაცია ცნობილი არაა.

ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

წინასასამართლო სხდომა 28 იანვარს 12 საათზე ჩაინიშნა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მსურს ზედა წონაში ავიდე...“- ვისთან უნდა შემდეგი ბრძოლა ილია თოფურიას?

⭕მამუკა მდინარაძე: ვაშაძე არის უნიათო ფაშისტი, ვაშაძის რომ შეგეშინდება დასაბულინგებელი ხარ მართლა

მამუკა მდინარაძე: ზურაბიშვილი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე უფრო მეტ სისულელეს გააკეთებს, ვიდრე წინა წლებში გაუკეთებია