Digest Logo

🎥 შსს-მ საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე დააკავა

1729752821
შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ნიგერიის, ირანის, ეგვიპტის და განას, ჯამში 7 მოქალაქე დააკავეს.

ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებული პირები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

შსს-ს ინფორმაციით, მათ არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ამ დროისთვის დაკავებული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში შემდგომში მათი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „დღეს მინიშნებების დღეა“ - რა გზავნილებს მივიღებთ სამყაროსგან და რა უნდა გაითვალისწინონ ზოდიაქოს ნიშნებმა დღეს?

⭕ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

🎥 „ჩემი საოცნებო ხელის თხოვნა კომოს ტბაზე“ – ბლოგერმა გიორგი ნაჭყებიამ რჩეულს ხელი სთხოვა