Digest Logo

შსს: სოციალურ ქსელში ვრცელდება სხვადასხვა პირის, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტები და ფოტო-ვიდეომასალა - დაწყებულია გამოძიება, ტარდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები

1785697615
შსს შსს შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი გვერდის მეშვეობით ვრცელდება სხვადასხვა პირის, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტები, ასევე, ფოტოშოპისა და მონტაჟის გამოყენებით რედაქტირებული ფოტო-ვიდეომასალა.

უწყების განცხადების თანახმად, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყეს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობას ან გავრცელებას გულისხმობს.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.