
კახეთში, სოფელ იორმუღანლოში ახალგაზრდა კაცს მეზობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ძალადობის ბრალდებით სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს.
ბრალდებულების დაკავების შესახებ ინფორმაცია „დაიჯესტს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ცნობით, ახალგაზრდა კაცზე ფიზიკურად რამდენიმე პირმა იძალადა. კაცს გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის კაცი სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ „მადლობა ბიჭებს ამ დაუვიწყარი დღეებისთვის! წინ უფრო დიდი გამარჯვებები გველის!“ - ლევან კობიაშვილი