სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში გამოიკითხნენ ოპერატორი და ჟურნალისტი.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი, მიმდინარეობს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. კლინიკაში გამოვკითხეთ ოპერატორი და ჟურნალისტი, მივიღეთ დამატებითი ინფორმაცია. ამჟამად პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე განთავსებული ვიდეოკამერების იდენტიფიცირება მათი შემდგომი ამოღების მიზნით.
პირდაპირ ეთერში კონკრეტულ ადგილს ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი თანამშრომლები ნამდვილად ადგილზე არიან“,- აღნიშნა უწყების წარმომადგენელმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ეს რა საშინელი ამბავია... ღმერთო საბა...“ - კოკი ფერაზი-ფანგანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
⭕რომელი ფერები მოიზიდავს იღბალს 2025 წელს – ასტროლოგის რჩევები