Digest Logo

„ჩემი ტკივილის გამოყენება თქვენი პიარისთვის, ტყუილი ინფორმაციის გავრცელება და მსგავსი მანიპულაციით ცეცხლზე ნავთის დასხმა ამაზრზენია!“ - რას წერს გარდაცვლილი ქალის შვილი სოცქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე

1733569695
თამუნა კუბლაშვილი. 

ჟურნალისტმა ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერდა რომ „დედამ ტელევიზორში ნახა როგორ სცემდნენ აქციაზე მის შვილს, დასახმარებლად გაიქცა და გზაში ავარია მოუვიდა, გარდაიცვალა.“

აღნიშნულ ინფორმაციას გარდაცვლილის შვილი თამუნა კუბლაშვილი ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს. 

„ყველამ ვიცით ქვეყანაში რა სიტუაციაა და ყველას გვტკივა გული.

თუმცა ჩემი ტკივილის გამოყენება თქვენი პიარისთვის, ტყუილი ინფორმაციის გავრცელება და მსგავსი მანიპულაციით ცეცხლზე ნავთის დასხმა ამაზრზენია!

დედაჩემი აქციაზე მოდიოდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოეხადა და არა იმიტომ, რომ ვიღაც მცემდა!

ისწავლეთ სხვისი პირადი სივრცის პატივისცემა და დატოვეთ რამე წმინდა!“, - წერს თამუნა კუბლაშვილი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„წელიწადის საუკეთესო სეზონი…ჩემი საშობაო გოგონა“ - რა ფოტოს აქვეყნებს ჯორჯინა უზკატეგუია?

⭕ „სადმე მოფარებულ ადგილზე ერთი მუჭა რკინის ფული დაყარეთ“ - როგორ მოვიზიდოთ იღბალი 2025 წელს?

⭕როგორი ამინდი იქნება საქართველოში? - უახლოესი დღეების პროგნოზი