გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალაში სროლა იყო.
არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა ყარაჯალაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა.
დაკავებულს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობაში დახმარება.
მეორე პირის დაკავების მიზნით გრძელდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები“ - ნათქვამია შსს-ს კომენტარში.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე 19-109-ე, 236-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში თანამონაწილეობას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: