Digest Logo

თბილისში 3700 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები გაასაღეს - დაკავებულია 1 პირი

1718951132
 ყალბი 100 დოლარიანი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით,  თბილისში გასაღებულ იქნა ჯამში 3 700 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:  

🎥 დღეს იოგას საერთაშორისო დღეა

⭕„ქართველმა ქომაგებმა ჩემი გვარის სკანდირება დაიწყეს“ - რას წერს თემურ ქეცბაია საქართველო თურქეთის თამაშზე?

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით