თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მანქანა ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
როგორც „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ერთ მშვენიერ დღესაც შენზე უბრალოდ უარს იტყვიან...“ - ლევან კობიაშვილი
🎥 წინაპრების ცოდვა შენზეც მოქმედებს? - ერეკლე შონიას განმარტება