თბილისში ქალის დაჩეხილი ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ცნობით, მას მრავლობითი დაზიანებები მთელ სხეულზე აქვს მიყენებული.
ამავე ინფორმაციით, ცხედარი მეზობლებმა ქალის საცხოვრებელ სახლში რამდენიმედღიანი გაუჩინარების შემდეგ იპოვეს.
მეზობლების ცნობით, მოკლულ ქალს სხვადასხვა ობიექტი ჰქონდა გაქირავებული და ეს იყო მისი შემოსავლის წყაროც.
მკვლელობის მოტივი უცნობია, მაგრამ მეზობლები ვარაუდობენ, რომ სავარაუდო დამნაშავე ქალს კარგად იცნობდა და აღნიშნული შემზარავი ფაქტიც ფულს უკავშირდება.
„დაიჯესტი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
ფაქტი 2 დღის წინ მოხდა.